საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი, ნეშვილი
Aa
Aa

გოლი ქუსლით - ლობჟანიძემ MLS-ში გაიბრწყინა

MLS-ს მორიგ ტურში, „ატლანტამ“ „ნეშვილს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. აღნიშნული დაპირისპირება იმით იწვევდა ინტერესს, რომ მასპინძელთა გუნდში საბა ლობჟანიძე გადავიდა.

ქართველი ფეხბურთელი მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. იმ დროს ანგარიში 3:0 იყო და „ატლანტა“ შეტევაში ერთობოდა.

შეხვედრის 87-ე წუთზე, „ჯვაროსნების“ გარემარბმა ალმადასთან შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშა, ქუსლით დაარტყა და სადებიუტო მატჩში ეფექტური გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებამდე, „ატლანტას“ და „ნეშვილს“ სატურნირო ცხრილში 38 ქულა ჰქონდათ. ამ მატჩის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 ქულით დაწინაურდა და პლეი-ოფისთვის საგზურისთვის ბრძოლაში, მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

შემდეგ მატჩს „ატლანტა“ 31 აგვისტოს „ცინცინატის“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 03:30-ზე დაიწყება.

საბას გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მოვიდა დრო მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულშია“ - FIBA შენგელიაზე
“მოვიდა დრო მსოფლიო ჩემპიონატის შუაგულშია“ - FIBA შენგელიაზე