მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„მარკ გოდარდის ფობია მაქვს“ - დვალიშვილი 2018 წლის ბრძოლას იხსენებს

UFC-ის სუპერმსუბუქი კატეგორიის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მსაჯ მარკ გოდარდის შესახებ საუბრობს. „მანქანა“ 2018 წელს, რიკი სიმონთან ბრძოლას იხსენებს და ამბობს, რომ იმ ბრძოლაში მსაჯი მარკ გოდარდი იყო, რომელმაც შეხვედრის ბოლოს ყველაფერი გააკეთა, რომ მას ტექნიკური საბმიშენით მარცხი ჩასწეროდა.

რას წერს დვალიშვილი:

მარკ გოდარდის ფობია მაქვს არა მხოლოდ იმის გამო, რაც ბოლო შაბათს მოხდა. 2018 წელს, როდესაც რიკი სიმონთან ვიბრძოდი, ის გალიის მსაჯი იყო. მას შემდეგ, რაც ბოლო წუთს შებოჭვიდან გათავისუფლებას ვცდილობდი, შევძელი, რომ სირენამდე მივსულიყავი. მთავარმა მსაჯმა ბოლომდე ბრძოლის უფლება მომცა, რადგან დაინახა, რომ არ მეძინა და მოძრაობას ვაგრძელებდი, რათა მეჩვენებინა, რომ ბოლომდე ვიბრძოდი. საბოლოოდ, მარკ გოდარდმა არ დაუშვა, რომ გამარჯვებულის ბედი მსაჯებს გადაეწყვიტათ. ამ ბრძოლაში პირველ ორ რაუნდში ვდომინირებდი. მან ყველას უბიძგა ეთქვათ, რომ შუა ბოჭვაში გონება დავკარგე, მაგრამ ასე არ ყოფილა. თავდაპირველად, ტექნიკური ნოკაუტით წაგება ჩამიწერეს, მაგრამ მოგვიანებით ტექნიკური საბმიშენით შეცვალეს. ნებისმიერმა ახალმა გულშემატკივარმა უყუროს იმ მომენტს და თქვას, რას ფიქრობს... ძალიან ბევრს ვმუშაობთ და მზად ვართ გალიაში მოვკვდეთ. მოგვეცით უფლება ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ბრძოლის თავი აღარ გვექნება.

საგულისხმოა, რომ ამ ბრძოლის შემდეგ გოდარდმა თავის გადაწყვეტილება ახსნა და ამტკიცებდა, რომ შებოჭვის დროს დვალიშვილმა გონება დაკარგა და ბრძოლის დასრულების შემდეგ, სამედიცინო სტაფის ჩარევაც გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მარკ გოდარდი გასულ უქმეებზე, ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის საჩემპიონო ბრძოლის მსაჯი იყო, რომელმაც მეორე რაუნდში, ალჯოს ნოკდაუნში გაშვების შემდეგ ბრძოლა გააჩერა, რითაც გამარჯვება და საჩემპიონო ქამარი შონ ომალის დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რომ მოეგო, თოფურიას ადგილს დაიკავებდა, ახლა კი...“ - ვოლკანოვსკი სტერლინგზე
„რომ მოეგო, თოფურიას ადგილს დაიკავებდა, ახლა კი...“ - ვოლკანოვსკი სტერლინგზე