მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

მერაბი UFC-ის პრესკონფერენციაზე შონ ომალის ქურთუკით მივიდა

UFC-ის მომდევნო ღონისძიების, UFC 292-ის მთავარი მოვლენა მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობრის, ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის საჩემპიონო დაპირისპირებაა. UFC 292-მდე, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც „მანქანაც“ დაესწრო და ყურადღების ცენტრში მოექცა.

მერაბი ღონისძიებაზე იმ ქურთუკით გამოცხადდა, რომელიც შონ ომალის მოჰპარა, რამაც დამსწრე პუბლიკა გაახალისა. პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, „მანქანა“ თავის მეგობარს მხარს აქტიურად უჭერდა და „ალჯოს“ შონ ომალის ქურთუკში გამოწყობილი ქომაგობდა.

სხვათა შორის, „მანქანაზე“ ომალიმაც ისაუბრა და მოკლე კომენტარი გააკეთა: „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც, ხალხმა იცის მერაბი ვინაა, ჩემი ქურთუკია“.

შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგისა და შონ ომალის ბრძოლა თბილისის დროით, 20 აგვისტოს გაიმართება და დაახლოებით, 06:00-ზე დაიწყება. ქურთუკის ამბავს რაც შეეხება, დეტალები შეგიძლიათ, აქ იხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები