მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ალჯომ სეხუდო დაამარცხა - დვალიშვილმა ო'მალის ქურთუკი მოჰპარა

UFC 288-ზე მთავარი ბრძოლა ალჯამეინ სტერლინგსა და ჰენრი სეხუდოს შორის შედგა, რომელიც არბიტრთა გაყოფილი გადაწყვეტილებით სტერლინგის გამარჯვებით დასრულდა - 48-47, 47-48, 48-47.

აღსანიშნავია, რომ სეხუდოს 2020 წლის შემდეგ არ უბრძოლია. სტერლინგი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია და მან ტიტულის დაცვა კვლავ შეძლო.

„ჰენრის წინაშე ქედს ვიხრი. ვიცოდი, რომ ახლო ბრძოლა იქნებოდა. არ ვიცოდი, ვის მისცემდნენ მსაჯები გამარჯვებას, მაგრამ მეგონა, რომ სამი რაუნდი ავიღე.

რა თქმა უნდა, უკეთესს ვისურვებდი , მაგრამ სეხუდო ძლიერი მეტოქეა, ის ლეგენდაა. ვიცოდი, რომ მისი დანგრევა არც ისე ადვილი იქნებოდა, როგორც სხვების“,

- თქვა სტერლინგმა ბრძოლის შემდეგ.

ბევრის აზრით, ოქტაგონზე მთავარი მოვლენები სწორედ ბრძოლის შემდეგ წარიმართა, როცა სცენაზე შონ ო’მალი ავიდა და ალჯო გამოიწვია. იქვე იყო მერაბ დვალიშვილიც, რომელმაც ო’მალის მოხდენილად ქურთუკი მოპარა და შოუ გაახალისა.

„მოიტანე შენი ტკბილი უკანალი აქ. მთელი წელი გქონდა ჯიუ-ჯიცუს გასაუმჯობესებლად. დანა (უაითი) აღარ მოგაყოლებს უკანალს, დანა აღარ მოგხედავს.

მოემზადე საბრძოლველად, ძალიან მალე. ამ ჯაჭვებს კისრიდან გამოგგლიჯავ, დედიკო“.

- უთხრა სტერლინგმა ო’მალის.

„იმედი მაქვს, უკეთესი გარეგნობით იქნები, ვიდრე დღეს. დღეს სულელივით იბრძოდი. მოემზადე მალე წონის დასაკლებად“,

- უთხრა მას ო’მალიმ.

ამ დროს მერაბ დვალიშვილმა ო’მალის ქურთუკი მოჰპარა და თავად მოიცვა. სოცქსელებში ქართველის ქმედება შოუს მთავარ ნაწილად მონათლეს. რა თქმა უნდა, ქართელმა მას ქურთუკი მოგვიანებით დაუბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს
„ბევრი მატჩის ბედი გადაწყვიტა“ - ნაპოლის კაპიტანი კვარას აქებს