კონფერენს ლიგა, გორის დილა, აპოელ, რიკარდუ სა პინტუ
Aa
Aa

„ჯერ არაფერი დასრულებულა“ - აპოელ-ის მწვრთნელის კომენტარი

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის ‘‘დილა’’ შინ აპოელ-თან 0:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ სტუმარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რიკარდუ სა პინტუმ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, პირველ ტაიმში გორის „დილამ“ აპოელ-ს აჯობა, თუმცა შესვენების შემდეგ აპოელ-მა უფრო ორგანიზებული და აგრესიული ფეხბურთი ითამაშა, რამაც გუნდის წარმატება განაპირობა.

რიკარდუ სა პინტუ: „პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია, არასკმარისად აგრესიულები ვიყავით, ბურთი და ინიციატივა მეტოქეს დავუთმეთ. პირველი ტაიმის მიწურულს გოლი გავიტანეთ, საკმაოდ დაუმსახურებლად.

საბედნიეროდ, მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მეორე ტაიმი განსხვავებული იყო, უფრო ორგანიზებულად ვითამაშეთ. მენტალიტეტი გამოვავლინეთ. სივრცეები ავითვისეთ, უკეთ თამაში დავიწყეთ, მომენტები შევქმენით.

გამარჯვების მიუხედავად ჯერ არაფერი დასრულებულა. მეორე მატჩი მაქსიმალური ყურადღებით უნდა ჩავატაროთ''.

საპასუხო მატჩი ლარნაკაში, 17 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები