ქართველი კალათბურთელების წარუმატებელი მატჩები - 16-წლამდე ნაკრები ბოლო წამზე დამარცხდა
C დივიზიონის ნახევარფინალში საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანთან 72:74 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელები უპირატესობას თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ, თუმცა თამაშის ბოლო წამზე აზერბაიჯანელებმა ორქულიანი ჩააგდეს და შეხვედრა მოიგეს.
ფინალში აზერბაიჯანის მეტოქე ანდორა იქნება, საქართველოს ნაკრები მესამე ადგილისთვის მატჩში მალტას შეხვდება, ეს შეხვედრა 23 ივლისს გაიმართება.
B დივიზიონის მეორე შეხვედრაში ოთარ ძიძიგურის გაწვრთნილი საქართველოს 18-წლამდე ნაკრები უნგრეთის ნაკრებთან 80:91 დამარცხდა.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა 2-დან ორივე შეხვედრა დათმო, მესამე მატჩს 23 ივლისს ალბანეთთან გამართავს.