საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გაცხადება
Aa
Aa

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური გაცხადება

სპორტის სამინისტრომ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის აღიარებისა და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის აღიარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტების შესწავლის შედეგად, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის აღიარებისა და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის აღიარების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

კერძოდ, კარატეს მსოფლიო ფედერაციისგან (WKF) მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, გამოირკვა, რომ საქართველოს კარატეს ეროვნულ ფედერაციას შეუწყდა კარატეს მსოფლიო ფედერაციის აღიარება და მის ნაცვლად, კარატეს მსოფლიო ფედერაციის ერთადერთ და ოფიციალურად წევრად საქართველოდან მიღებულ იქნა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია.

სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ეროვნული სპორტული ორგანიზაციისთვის აღიარების შეწყვეტა სპორტის სამინისტროს მიერ სპორტული ორგანიზაციისთვის აღიარების შეწყვეტის პირდაპირი საფუძველია. ამასთან, კარატეს მსოფლიო ფედერაციის მიერ ეროვნული ფედერაციის აღიარების შეწყვეტის შედეგად, ეროვნული ფედერაციისთვის შეუძლებელია შეასრულოს „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი ფუნქცია - უხელმძღვანელოს საქართველოში კარატეს სახეობას და წარმოადგინოს იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნული, პირველ რიგში, უკავშირდება საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ღონისძიებებში (ჩემპიონატები, ტურნირები) ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას.

რაც შეეხება საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულ ფედერაციას, სპორტის სამინისტროს შეისწავლა მისი განაცხადი აღიარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაადგინა, რომ განაცხადი შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და ინდივიდუალური სპორტის სახეობის ორგანიზაციებისათვის დადგენილ აღიარების კრიტერიუმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლის სახალისო ვიდეო | კვარა ნაყინის რეკლამაში
ნაპოლის სახალისო ვიდეო | კვარა ნაყინის რეკლამაში