კილიან მბაპე
Aa
Aa

შუსტერი: მბაპე ევროპის ტოპ 3 ლიგაში უნდა წავიდეს, ოქროს წლებს კარგავს

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ბერნდ შუსერი კილიან მბაპეს ტრანსფერზე საუბრობს და თვლის, რომ ფრანგი „სამეფო კლუბში“ ამ ზაფხულს გადავა.

„მბაპე პსჟ-დან რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს და კარიერა ევროპის ტოპ 3 ლიგიდან ერთ-ერთში გააგრძელოს.

რაც შეეხება რეალს, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 30 გოლის გარანტიას იძლევა.

მბაპეს პსჟ-ში ხილვით იმედგაცრუებული ვარ. ის თავის ოქროს წლებს კარგავს.

ვერ წარმომიდგენია, რომ ხოსელუ მადრიდის რეალის მთავარი თავდამსხმელი გახდეს. კრიშტიანუ რონალდუ და კარიმ ბენზემა ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველ სეზონში 30-40 გოლის გატანას ახერხებდნენ და ხოსელუ ამას ვერ გააკეთებს - მაგრამ გუნდს ეს სჭირდება!

ასე რომ, ვფიქრობ, ფლორენტინო პერესი მბაპესთვის ბრძოლაში ამ ზაფხულსაც დარჩება“,

- განუცხადა Bild-ს მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ და მანე ერთ გუნდში? | ალ-ნასრი სადიოს აგენტებს შეხვდა
რონალდუ და მანე ერთ გუნდში? | ალ-ნასრი სადიოს აგენტებს შეხვდა