ფულემის მფლობელი საუდის არაბეთზე: მკვლელობაც შეიძლება მოგვარდეს, თუ საკმარისი ფულია
Aa
Aa

ფულემის მფლობელი საუდის არაბეთზე: მკვლელობაც შეიძლება მოგვარდეს, თუ საკმარისი ფულია

ლონდონის „ფულემის“ მფლობელმა ტონი ხანმა განაცხადა, რომ ფეხბურთელების საუდის არაბეთში გაყიდვა არ სურს და ამის მომხრე არ არის.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფულჰემის“ საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრე მიტროვიჩი საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ინტერესის სფეროში იყო. 28 წლის სერბი ფორვარდი ტრანსფერისკენ ისწრაფოდა, თუმცა ლონდონელებმა 30-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს.

„ეს უბრალოდ გასაოცარია - თუ საკმარისი ფული გაქვთ, შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ყველაფერს, მათ შორის მკვლელობას და შეგიძლიათ სცადოთ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეც გაიფორმოთ.

ისინი, რა თქმა უნდა, ბევრ მოთამაშეს დაუკავშირდნენ, მაგრამ ჩვენ გვინდა ჩვენი ვარსკვლავები შევინარჩუნოთ“,

- თქვა ტონი ხანმა დენ ლე ბატარდის შოუში.

საუდის არაბეთიდან მომავალ ფულთან დაკავშირებით კითხვები ბევრს უჩნდება, თუმცა ბრიტანეთში მათ შედინებას ხელს არ უშლიან. ამჯერად კი ევროპიდან საუდის არაბეთის ლიგაში უკვე ბევრი ვარსკვლავი წავიდა სათამაშოდ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიონისთვის პრიორიტეტული მიქაუტაძის შეძენაა“ - ფრანგული მედია
„ლიონისთვის პრიორიტეტული მიქაუტაძის შეძენაა“ - ფრანგული მედია