რონალდუ და მანე ერთ გუნდში? | ალ-ნასრი სადიოს აგენტებს შეხვდა
მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა, სადიო მანემ შესაძლოა, კარიერა საუდის არაბეთში გააგრძელოს. მანეს საკუთარ რიგებში ხილვით კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრია“ დაინტერესებული და სენეგალელ შემტევთან კონტაქტიც ჰქონდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მანეს აგენტები „ალ-ნასრის“ სპორტულ დირექტორს, გორან ვუჩევიჩს პორტუგალიაში მდებარე სასტუმროში შეხვდნენ. მხარეებმა შესაძლო ტრანსფერი განიხილეს და მათ შორის დიალოგი პოზიტიურად წარიმართა.
Sadio Mané is in talks over a move to Al Nassr. A representative from the Roof agency, which looks after Mané, met Al Nassr sporting director Goran Vucevic at the Pine Cliffs hotel in Portugal to discuss the potential switch [@GuillerRai, @TheAthleticFC] pic.twitter.com/VhJTZV4dgF
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) July 20, 2023
გერმანული პრესის ცნობით, „ბაიერნი“ მზადაა, მანე გაუშვას. სადიომ „რეკორდმაისტერის“ მესვეურთა იმედები ვერ გაამართლა და BILD-ის მიხედვით, სასურველი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მიუნხენელები მას უპრობლემოდ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, მანემ „ბაიერნის“ მაისურით 38 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 12 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. სადიოს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა.