სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

პოპოვიჩის სატელეფონო ზარი და მსოფლიო ჩემპიონატი | მამუს ინტერვიუ

„სან ანტონიო სპურსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა San Antonio Express-News-ს ინტერვიუ მისცა. ტექსასურმა კლუბმა „მამუსთან“ ახალი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა და ამის შესახებ სანდროს ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა, სატელეფონო ზარით, შეატყობინა.

„როცა პოპმა დამირეკა, სუპერ, სუპერ ბედნიერი ვიყავი. მისგან სატელეფონო ზარის მიღება, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მისი გუნდების ყურებაში გავიზარდე და ყოველთვის მინდოდა, პოპოვიჩი ჩემი მთავარი მწვრთნელი ყოფილიყო. ამიტომ, მასთან ასეთი ახლო ურთიერთობის ქონა საოცარი შეგრძნებაა.

გუნდში შეუდარებელი ქიმია გვაქვს. ერთად ყოფნა ყველას მოსწონს და ერთმანეთს მხარს ყველა უჭერს. ლას-ვეგასში ვიყავით, ვივარჯიშეთ და საზაფხულო ლიგაზე მოთამაშე ბიჭებს თანადგომა გამოვუცხადეთ. მაგარი შეგრძნებაა, როცა ასეთ გარემოში ხარ. მსოფლიო ჩემპიონატს რაც შეეხება, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი სული მაქვს, პარკეტზე როდის გავალ და ჩემს კალათბურთს როდის ვითამაშებ“.

ლეგენდარულ მთავარ მწვრთნელს მამუკელაშვილის მიმართ სიმპათიები აქვს და ამას არც მალავს. „იუმორის კარგი გრძნობა აქვს და სანდროსთან გატარებული თითოეული წუთით სიამოვნებას ვიღებ. არ ვაჭარბებ“, - აცხადებს გრეგ პოპოვიჩი.

სხვათა შორის, „მამუს“ თანაგუნდელებიც აქებენ. დაგ მაკდერმოტის თქმით, მან თავდაუზოგავად იმუშავა, რათა გულშემატკივრების რჩეული გამხდარიყო და წინ ნათელი მომავალი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკებები პროგრესირებს | ლობჟანიძის MLS-ში ტრანსფერი რეალურია
მოლაპარაკებები პროგრესირებს | ლობჟანიძის MLS-ში ტრანსფერი რეალურია