ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

„ტრანსფერზე უკვე მუშაობენ“ - რაიო ვალეკანოში ლოჩოშვილი რეალურია?

ახალი სეზონიდან, საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველი, ლუკა ლოჩოშვილი შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში ვიხილოთ.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა ესპანურმა სააგენტო TodoFichajes-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „რაიო ვალეკანო“ უკვე შეუდგა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობას და კრემონელებს მალე ოფიციალური წინადადებითაც მიმართავს.

გუნდის გამოცვლით თავად ლოჩოშვილიც არის დაინტერესებული. გასული სეზონის ბოლოს, „კრემონეზე“ სერია A-დან სერია B-ში დაქვეითდა, 25 წლის მცველს კი სურს, რომ თამაში წამყვანი ქვეყნების უმაღლეს ლიგებში გააგრძელოს.

TodoFichajes-ი ასევე წერს, რომ ლუკა ლოჩოშვილის გარდა, „რაიო ვალეკანო“ კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, არიდანის დამატებასაც მოიაზრებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა გასულ სეზონში „კრემონეზეს“ მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტრანსფერი გაიყინა“ - France football-ის ჟურნალისტი ჩაკვეტაძეზე
„ეს ტრანსფერი გაიყინა“ - France football-ის ჟურნალისტი ჩაკვეტაძეზე