საბა საზონოვი
Aa
Aa

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა | საზონოვი Tuttomercatoweb-ის დღის ტალანტია

ცნობილ იტალიურ გამოცემას, Tuttomercatoweb-ს „დღის ტალანტის“ რუბრიკა აქვს და საკუთარ მკითხველს პერსპექტიულ ფეხბურთელებს აცნობს. ამჯერად, Tuttomercatoweb-ის ყურადღების ცენტრში საბა საზონოვი მოექცა, რომელსაც ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ერთ-ერთი აღმოჩენა უწოდა.

„მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი პორტუგალიასთან, სოლიდური გამოსვლა ბელგიასთან და ფარზე ნიდერლანდებთან და ისრაელთან. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, თუმცა საბა საზონოვი ტურნირის ერთ-ერთი აღმოჩენა მაინც გახდა და ბევრის აზრით, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საუკეთესო მცველი იყო.

მოსკოვის დინამოს უკანახაზელმა ეკლექტიზმი და ბურთის წინ წაღების ბრწყინვალე უნარი აჩვენა, რასაც პორტუგალიის წინააღმდეგ გატანილი გოლი დაემატა. საზონოვის სახელგანთქმულ წინამორბედებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საზონოვს რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მილიონი ევროა. მისით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული და ბოლო დღეებში, იგი „სასუოლოსა“ და „უდინეზეს“ დაუკავშირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი მილანთან - ტორპედოში სერია ა-ს ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს
გოლი მილანთან - ტორპედოში სერია ა-ს ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს