ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, დანი კარვახალი, ნაჩო
Aa
Aa

ცნობილია, ვინ იქნება რეალის კაპიტანი ახალი სეზონიდან

მადრიდის „რეალმა“ 2023/24 წლების სეზონის კაპიტნები ოფიციალურად წარადგინა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ახალ სეზონში გუნდის პირველი კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი იქნება.

ასევე, ვიცე-კაპიტნის სტატუსს ლუკა მოდრიჩი ჩაიბარებს, მე-3 კაპიტნად დანი კარვახალი მოგვევლინება, მე-4 კაპიტანი კი ტონი კროოსი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის განმავლობაში გუნდს კაპიტნობას კარიმ ბენზემა უწევდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ საუდის არაბეთის კლუბ ალ-ჰილალში გადავიდა.

რაც შეეხება ნაჩო ფერნანდესს, 32 წლის მცველს „სამეფო კლუბის“ მთავარ გუნდში დებიუტი 2010/11 წლების სეზონში ჰქონდა და ყველა ტურნირზე 319 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, რომელშიც 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2023/24 წლების სეზონის პირველ შეხვედრას მადრიდის „რეალი“ 13 აგვისტოს, ბილბაოს „ატლეტიკის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: “ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“
ოსიმენი: “ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“