ბარსელონა, ინტერ მაიამი
Aa
Aa

ინიესტა: “მესის ბარსაში დაბრუნება კარგი იქნებოდა“

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა. 7 ქოროს ბურთის მფლობელის ამ გადაწყვეტილებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი ამართლებს, ზოგი კი ეწინააღმდეგება.

გამონაკლისი არც ანდრეს ინიესტა აღმოჩნდა, რომელმაც DAZN-თან საუბრისას, ლეოს ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ინიესტა:

„საერთო ჯამში მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება კარგი იქნებოდა, რადგან ეს გულშემატკივრებს საოცარ სიხარულს მიანიჭებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ვარიანტს ეძებს. აქედან გამომდინარე, ლეო ამერიკაში ახალ გამოცდილებას მიიღებს.

თუ ეს ის არის, რასაც მესი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა, მისთვის ყველაფერი იდეალურად მოხდება. MLS-ში თამაში არ გაუჭირდება, რადგან, სადაც აქამდე ითამაშა ყველგან დიდებული იყო.“

შეგახსენებთ, რომ თავად მესის „ბარსელონაში“ დაბრუნება ძალიან სურდა, მაგრამ ეს პროცესი გაიწელა. კატალონიურმა გრანდმა ბიუროკრატიული და ფინანსური საკითხები ვერ უზრუნველყო. აქედან გამომდინარე, არგენტინელი სუპერვარსკვლავი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა. რაც შეეხება ინიესტას, ვეტერანმა ესპანელმა „ვისელ კობი“ დატოვა და ჯერჯერობით გუნდის გარეშეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარადონა, მისი ძმები და რუდი გარსია | ჯანლუკა დი მარციოს საიტის სტატია ხვიჩაზე
კვარადონა, მისი ძმები და რუდი გარსია | ჯანლუკა დი მარციოს საიტის სტატია ხვიჩაზე