გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

ერთმანეთის გვწამს, რომ დიდ ისტორიას ერთად დავწერთ | აბუაშვილის კომენტარი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პორტუგალიელებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მასთან ერთად მედიას გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გიორგი აბუაშვილი ესაუბრა.

აბუაშვილი: ,,ყოველ სამ დღეში ასეთი ინტენსიური თამაში რთულია. ხვალაც ინტენსიურ თამაშს ველოდებით, თუმცა ჩვენ ამისთვის მზად ვართ, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფრანგეთთან მატჩში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. 

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ასეთ გუნდებთან თამაში შეგვიძლია. ჩვენ აქამდეც გვჯეროდა, რომ ასეთ ნაკრებებთან ჩვენი ხელწერით თამაში შეგვეძლო. ხვალაც იგივეს ვგეგმავთ. ყრუ დაცვაში თამაშს არ ვაპირებთ. ჩვენ თამაშს ვაჩვენებთ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ერთმანეთის რწმენა გვაქვს, ერთმანეთის გვჯერა და ვაპირებთ, რომ ეს დიდი ისტორია ერთად დავწეროთ''.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საწყის ორ ტურში საქართველოს ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა, პოლონეთს დრამატულ შეხვედრაში მოუგო (1:2), საფრანგეთთან გამარჯვებასთან ახლოს იყო, წაგებული ტაიმის შემდეგ თამაში შემოატრიალა, 84-ე წუთზე რამაზ სვანაძის გუნდი 1:2-ს იგებდა, თუმცა ძალიან დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა (3:2).

ორი ტურის შემდეგ პორტუგალიასა და საფრანგეთს 4-4 ქულა აქვთ, საქართველოს აქტივში 3 ქულაა, პოლონეთი 0 ქულით აუტსაიდერია, მეორე ტურში საფრანგეთთან განადგურდა (5:0).

მესამე ტურში საქართველო ტრენჩინში პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი 17 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურ მატჩში საფრანგეთი - პოლონეთის შეხვედრა ჟილინაში შედგება.

დიმა შარიქაძე სლოვაკეთიდან კრისტალსპორტისთვის

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები