„ესპანეთთან ვერაფერს იზამენ“ | აშშ-ს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის
Aa
Aa

„ესპანეთთან ვერაფერს იზამენ“ | აშშ-ს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის

25 აგვისტოს საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებენ. რამდენიმე საათის წინ, გაირკვა კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც ტურნირის მთავარი ფავორიტის, აშშ-ს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

უკანახაზელები: ჯეილენ ბრანსონი, ენტონი ედვარდსი, ტაირიზ ჰალიბერტონი, ოსტინ რივზი

ფორვარდები: პაოლო ბანკერო, მიკალ ბრიჯისი, ჯოშ ჰარტი, ბრენდონ ინგრემი, ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი, კემ ჯონსონი.

ცენტრები: უოკერ კესლერი, ბობი პორტისი.

აშშ-ს საბოლოო შემადგენლობას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივართა აზრით, ამ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შანსი არ აქვს და ესპანეთს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ქომაგები აშშ-ს საშუალო დონის გუნდს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ესპანეთი ან საფრანგეთი მას შანსს არ დაუტოვებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ C ჯგუფში იმყოფება და მისი მეტოქეები იორდანია, საბერძნეთი და ახალი ზელანდია არიან. ამერიკელები პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან