ჩემპიონთა ლიგა, თბილისის დინამო, მაჰირ ემრელი, ასტანა
Aa
Aa

„დინამო თუ ასტანა? ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი თამაში არ არსებობს“

ზაგრების „დინამოს“ აზერბაიჯანელმა ფეხბურთელმა მაჰირ ემრელიმ ხორვატულ Sportske Novosti-სთან ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სავარაუდო მეტოქეებზე ისაუბრა. ხორვატიის ჩემპიონი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ასტანასა“ და თბილისის „დინამოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„თუ უნდა ავირჩიო, თბილისის „დინამოს“ ვიტყვი, რადგან სახლთან უფრო ახლოს ვიქნები (ხუმრობს). ხუმრობის გარეშე, ორივე გუნდი პატივისცემას იმსახურებს. ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ყოველი მატჩი რთულია, მაქსიმუმი უნდა გაიღო. იქ ადვილი თამაშები არაა, 100 პროცენტით კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ ევროპულ ასპარეზზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

არ ვმალავთ რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩვენი მიზანია, ეს ყველა ფეხბურთელის სურვილია, მაგრამ ევროპა ლიგაც ბრწყინვალე ტურნირია.

ოპონენტების თამაშს გავაანაზილებთ, მატჩებისთვის მოსამზადებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება სეზონის სტარტზე და ქომაგებთან ერთად ახალ გამარჯვებებს მოვიპოვებთ“.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შეხვდება. პირველი მატჩი 12 ივლისს ასტანაში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა „დინამო არენაზე“ 19 ივლისს შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან
„მისგან ყველაზე მეტს ელის“ | რას მოითხოვს რუდი გარსია კვარასგან