რომანის გამოწვევაზე უარი თქვა | დოლიძემ სოციალურ ქსელებში უპასუხა
ბრენდან ალენი საშუალო წონითი დივიზიონის მებრძოლია, რომელმაც UFC on ABC: Emmett vs. Topuria-ზე იჩხუბა და ბრუნო სილვა პირველ რაუნდში გაფორმებული საბმიშენით დაამარცხა. ღონისძიების შემდეგ, მასთან ჩხუბის სურვილი რომან დოლიძემ გამოთქვა და ალენი სოციალურ ქსელებში გამოიწვია.
ამერიკელმა მებრძოლმა „კავკასიელს“ ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უპასუხა. ალენმა განაცხადა, რომ რომანთან ბრძოლის თაობაზე წინადადება მიიღო, მაგრამ უარი თქვა, რადგან მისი მიზანი დრიკუს დიუ პლესისთან დაპირისპირებაა.
„ბრძოლის დასრულებისთანავე იმავოვი და რომანი შემომთავაზეს, მაგრამ განხილვა ეგრევე შევწყვიტეთ. მოგვიანებით, იგივე წინადადებით მომმართეს და რომანთან ჩხუბზე იყო საუბარი, რადგან დოლიძემ სოციალურ ქსელებში ლაპარაკი დაიწყო, თუმცა უარი ვთქვით და UFC-ს ვუთხარით, რომ ვაპირებდით, დუ პლესისა და რობერტ უიტეკერის ბრძოლას დავლოდებოდით. ჩემი მიზანი დრიკუსთან ჩხუბია და თუ ეს არ გამოვა, ვითარებას შემდეგ შევაფასებთ“.
დოლიძემ ალენს სოციალურ ქსელებში უპასუხა და განაცხადა: „განსხვავება ჩემსა და ალენს შორის ისაა, რომ მე უარს არასდროს ვამბობ. მომეცით სახელი და სექტემბერში გასამართი მთავარი მოვლენისთვის ადგილზე ვიქნები! არავითარი თავის გასამართლებელი მიზეზები“.
ცნობისთვის, ბრენდან ალენი საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-11 გახლავთ, დოლიძეს რაც შეეხება, „კავკასიელი“ მე-9 გახლავთ.ნ ნ