შოთა არველაძე
Aa
Aa

„მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის ვითამაშებ“ - შოთი უკრაინის მხარდასაჭერად

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე 5 აგვისტოს, ლონდონის „ჩელსის“ საშინაო სტადიონზე, „სტემფორდ ბრიჯზე“ გასამართ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და მისი მიზანი უკრაინის დახმარებაა. რამდენიმე წუთის წინ, შოთიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ახლა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება.

მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე, და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნის და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტემფორდ ბრიჯზე!”

ცნობისთვის, საქველმოქმედო მატჩის სახელი Game4Ukraine-ი გახლავთ და შემოსული თანხა ჩერნიგოვის ოლქში დაზიანებული სკოლების აღდგენას მოხმარდება. გუნდების კაპიტნები „არსენალის“ ფეხბურთელი, ოლექსანდრ ზინჩენკო და ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი, ანდრეი შევჩენკო არიან.

არველაძე ზინჩენკოს გუნდში (ყვითელი გუნდი) იქნება. შოთის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გახლავთ, ხოლო მისი თანაგუნდელები იენს ლემანი, ჯოლეონ ლესკოტი, პერ მერტესაკერი, ვეს მორგანი, ხერარდ პიკე, იონ არნე რიისე, ბაკარი სანია, ანტონიო ვალენსია, პატრიკ ბერგერი, ედგარ დავიდსი, რობერ პირესი, პატრიკ ვიეირა, ჯეკ უილშირი და რობი კინი არიან.

შევჩენკოს გუნდის (ლურჯი გუნდი) თავკაცი ემა ჰეისია, შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ: კარლო კუდიჩინი, დიდა, ფაბიო კანავარო, რიკარდუ კარვალიუ, ვილიამ გალასი, მასიმო ოდო, მაიკლ ესიენ, კლოდ მაკელელე, კლარენს ზეედორფი, სამუელ ეტოო, ლუკა ტონი, მიხაილო მუდრიკი, ჯანფრანკო ძოლა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის
„მისი ფლანგიდან ღირებული ვერაფერი შექმნეს“ - აზაროვი The Athletic-ის რჩეულთა შორის