საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი | ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა ცნობილია

21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე ყველა 1/4 ფინალისტის ვინაობა გაირკვა.

დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეოთხედფინალში საქართველოს, პორტუგალიის, ესპანეთისა და უკრაინის ნაკრებებს, ისრაელის, ინგლისის, იტალიისა და საფრანგეთის 21-წლამდე გუნდები შეუერთდნენ.

დასკვნით D ჯგუფის დასკვნით ორ შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა შვეიცარიას 4:1 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, იტალიის ნაკრები კი ნორვეგიასთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა. შვეიცარიამ, იტალიამ და ნორვეგიამ ჯგუფში თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის გამო, მომდევნო ეტაპის საგზური შვეიცარიამ მოიპოვა.

1/4 ფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

საქართველო - ისრაელი

ესპანეთი - შვეიცარია

ინგლისი - პორტუგალია

საფრანგეთი - უკრაინა

მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები 1-2 ივლისს გაიმართება, ფლეი-ოფის სერიას კი საქართველოსა და ისრაელის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა გახსნის, რომელიც 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველო ევროპას დაიპყრობს | Calciomercato-ს სტატია ქართული ფეხბურთის მომავალზე
საქართველო ევროპას დაიპყრობს | Calciomercato-ს სტატია ქართული ფეხბურთის მომავალზე