ჰარი კეინი
Aa
Aa

კეინს ტოტენჰემის დატოვება სურს, მაგრამ პრემიერ ლიგის არა

ჰარი კეინს პრემიერ ლიგაში დარჩენა სურს, თუ ის „ტოტენჰემს“ დატოვებს.

CBS-ის ცნობით, კეინი „ტოტენჰემთან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს, ეს თემა დახურულია. კლუბს გასულ წელს ოპტიმიზმი ჰქონდა, თუმცა უკვე ასე აღარ არის. ჰარი მზადაა ხელშეკრულების ამოწურვამდე მოიცადოს და 2024 წელს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სხვა საქმეა, თუ რამდენად აწყობს „ტოტენჰემს“ კეინის უფასოდ დაკარგვა.

წყაროს ცნობით, ჰარი სიმშვიდეს ინარჩუნებს და მის მომავალს მოთმინებით ელის. ფეხბურთელს სურს ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და კლუბს ტრანსფერზე დაყენებას სთხოვს, თუმცა უარის შემთხვევაში სკანდალის მოწყობას არ გეგმავს.

კეინს პრემიერ ლიგის დატოვება არ უნდა. მისი ახალი კლუბიც ინგლისური იქნება და ამის მიზეზი ალან შირერის რეკორდის მოხსნაა. ახლა კეინის ანგარიშზე 213 გოლია, შირერს კი 260 აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ინგლისელი ფორვარდით „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ბაიერნი“ და „რეალი“ ინტერესდებიან.

ამ სეზონში კეინმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 32 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია A-ს სეზონის სიმბოლური | ხვიჩა 90 Min-ის რჩეულთა შორისაცაა
სერია A-ს სეზონის სიმბოლური | ხვიჩა 90 Min-ის რჩეულთა შორისაცაა