მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

ალჯო: „იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, მერაბი ჩემპიონი გახდებოდა“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ალჯო“ არიელ ჰელვანის გადაცემის, The MMA Hour-ის სტუმარი იყო და მისი თქმით, პიოტრ იანის აკრძალული დარტყმა რომ არა, რომლის შემდეგაც რუსმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ტიტული სტერლინგს დარჩა, „მანქანას“ ჩემპიონის სტატუსი დასაკუთრებული ექნებოდა.

„ჰენრი სეხუდო ჭკვიანურად მოიქცა, მერაბი რომ გამოიწვია. თუ იგი დვალიშვილს დაამარცხებს, ქამრის მოპოვების პრეტენდენტთა შორის დაბრუნდება, მაგრამ თუ ჰგონია, რომ მერაბს მარტივად გაივლის, ძალიან ცდება. იგივე ეგონა ჩემთან მიმართებით და ვფიქრობ, სათანადოდ არ დამაფასა. თუ თვლიდა, რომ მასთან გასამკლავებლად საკმარისი კარდიო არ მქონდა, წარმატებები მერაბთან.

რა მოხდებოდა პიოტრ იანს ჩემთან აკრძალული დარტყმა რომ არ გამოეყენებინა და დისკვალიფიკაცია არ მიეღო? წავაგებდი და ჩემპიონობის პრეტენდენტთა შორის დაბრუნებას შევეცდებოდი. ჩემ მაგივრად სატიტულო ბრძოლას მერაბი მიიღებდა და ჩემპიონიც გახდებოდა, რადგან ვთვლი, რომ იანს აუცილებლად დაამარცხებდა. ვიჩხუბებდი თუ არა მასთან ქამრისთვის? რა თქმა უნდა, არა! მე და დვალიშვილი უბრალოდ ადგილებს გავცვლიდით“.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის პირველი დაპირისპირება 2021 წლის 6 მარტს გაიმართა. რუსმა საწყისი რაუნდები დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა მე-4 რაუნდში, „ალჯოს“ მუხლი მაშინ დაარტყა, როცა ამის უფლება არ ჰქონდა და დისკვალიფიკაცია მიიღო, რის შემდეგაც სტერლინგი ჩემპიონი გახდა. მატჩრევანშში „ალჯომ“ იანს მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მოუგო და შემდეგ ტი ჯეი დილაშოუ და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მეტოქეები 200 პროცენტით იხარჯებიან“ - რონალდუს ეფექტი საუდის არაბეთში
„მისი მეტოქეები 200 პროცენტით იხარჯებიან“ - რონალდუს ეფექტი საუდის არაბეთში