მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

მერაბ დვალიშვილი: „ო`მალი მესიჯებზე არ მპასუხობდა, ახლა კი...“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის პირველმა ნომერმა, მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

რა თქვა „მანქანამ“:

ო’მალი ჯერ სტერლინგს შეებრძოლება. ალჯო მას აუცილებლად დაამარცხებს და ამის შემდეგ, შეუძლია ჩემთან ბრძოლა მოითხოვოს. როდესაც პიოტრ იანს მოვუგე, ო’მალიმ მომწერა, რომ დიდებული ბრძოლა მქონდა და შესაფერის დროს ელოდა ოქტაგონზე ჩემთან შესახვედრად. ეს მისთვის მისაღები სცენარია, მე კი UFC-ის 5-წლიანი კარიერის განმავლობაში არაერთხელ ვთხოვე შეხვედრა, მაგრამ ერთხელაც არ მიპასუხა. იანთან ბრძოლის შემდეგ კი მომწერა, რომ როცა დრო მოვიდოდა, ვიბრძოლებდით. მას შემდეგ, რაც სტერლინგი დაამარცხებს, შესაფერისი დროც დადგება.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ბოლოს პიოტრ იანს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდა და რუსი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. შონ ო’მალიმ კი ბოლოს 2022 წლის ოქტომბერში, ასევე რუსი პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამერიკელი მებრძოლის მომდევნო მეტოქე მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი და სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგი იქნება. ბრძოლა დიდი ალბათობით აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასაწყისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რატომ დავუბრუნე ქურთუკი? არ მინდოდა გაციებულიყო“ - დვალიშვილი ო'მალიზე
„რატომ დავუბრუნე ქურთუკი? არ მინდოდა გაციებულიყო“ - დვალიშვილი ო'მალიზე