რაულ თუთარაული
Aa
Aa

„გამარჯვება მწყუროდა“ - თუთარაულმა KSW-ში პირველი ბრძოლა მოიგო

MMA-ს ქართველმა მებრძოლმა რაულ თუთარაულმა პოლონურ ორგანიზაცია KSW-ში მეორე ბროლა გამართა და ბელგიელი დონოვან დესმაე მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.

გამარჯვების შემდეგ თუთარაულმა Facebook-ში დაწერა: „გამარჯვება ჩვენია“.

KSW-ში რაულის დებიუტი წარუმატებელი იყო, პირველი ბრძოლა პოლონელ რომან შიმანსკისთან დათმო, თუმცა ბელგიელთან გამარჯვების შემდეგ შიმანსკისთან ბრძოლის გამართვის სურვილი გამოხატა.

„შიმანსკისთან წამიერი შეცდომა დავუშვი, რამაც ბრძოლა წამაგებინა. რევანშისთვის მზად ვარ. შიმანსკის რინგის გაყოფას ვთხოვ“.

თუთარაული დონოვან დესმაესთან გამარჯვებაზე: „როგორც დგომში, ასევე პარტერში ბრძოლისთვის მზად ვიყავი. ბრძოლა მწყუროდა. ჩემთვის შიმანსკისთან მარცხი დიდი ტრავმა იყო, თუმცა ეს წამიერი იყო. დავბრუნდი ისევ ისეთი, როგორიც უნდა ვყოფილიყავი და ვარ“.

კითხვას თუ როგორ გაერთობოდა მოგების შემდეგ რაულ თუთარაულმა ასე უპასუხა: „ჩემი სული და გული ოჯახშია, ჩემს ცოლ-შვილთან და მეგობრებთან ერთად ვიქნები“.

რაულ თუთარაულმა კარიერაში 39-ე შეხვედრა გამართა. მის ანგარიშზე 32 გამარჯვება და 7 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები