ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილის მაგარი მატჩი - კრემონეზემ მილანიდან ქულა წამოიღო

სერია A-ს 33-ე ტურში „მილანმა“ ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

„როსონერი“ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, „კრემონეზე“ კი გასავარდნ ზონაშია და სერია A-ში ადგილის შენარჩუნების მცირე შანსი აქვს დარჩენილი.

მატჩი „მილანის“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტეფანო პიოლიმ გადახალისებული შემადგენლობით უკვე მერამდენედ დაუშვა შეცდომა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა ლეაომ და ჟირუმ ბევრი ვერაფერი შეცვალეს.

„კრემონეზემ“ დაცვაში კარგად ითამაშა და თავისი შანსი 77-ე წუთზე მიიღო, როცა ლუკა ლოჩოშვილმა დასწრებაზე ჩინებულად ითამაშა, ჟირუს ბურთი აართვა და გუნდელებს დაუგდო, რის შედეგადაც საგოლე კონტრშეტევა დაიწყო, რომელიც ოკერეკემ დიდებული თამაშითა და გოლით დააგვირგვინა.

სამწუხაროდ „კრემონეზემ“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 93-ე წუთზე ჯარიმიდან დასანანი გოლი გაუშვა.

ამრიგად, 33 ტურის შემდეგ, „კრემონეზეს“ 21 ქულა აქვს და ბოლოდან მეორე ადგილზე იმყოფება და სერია A-ში დარჩენის მცირე შანსებს ინარჩუნებს.

„მილანი“ კი ამ ფრის შემდეგ მე-4 ადგილზე მყოფ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩა და 58 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში