გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას რთული მატჩი - ვალენსიამ ვილიარეალთან ქულა მოიპოვა

ლა ლიგის 33-ე ტურში „ვალენსიამ“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

პირველ ტაიმში „ვილიარეალს“ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და გატანაც შეეძლოთ, ბურთი ძელსაც მოხვდა, ასევე იყო მამარდაშვილის რამდენიმე დამაჯერებელი ნახტომი და საბოლოოდ „ღამურებმა“ შესვენებაზე ნულოვანი ფრით გასვლა შეძლეს.

მეორე ტაიმი კვლავ „ვილიარეალის“ უპირატესობით დაიწყო და მამარდამ მორიგი დარტყმა მოიგერია. გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ, თუმცა ცვლილებაზე შესულმა ლოპესმა აშკარა საგოლე შანსი ხელიდან გაუშვა და „ვალენსიას“ დაწინაურების შანსი დაუკარგა.

62-ე წუთზე „ვალენსია“ დაისაჯა. დაცვის მორიგი საშინლად არადამაჯერებელი თამაში და ჯექსონმა მამარდაშვილს ახლო კუთხეში უძლიერესი დარტყმით გაუტანა.

72-ე წუთზე პარეხოს შეცდომით „ღამურებმა“ ისარგებლეს. არეულობაში ლინო გაერკვა და „ვალენსიასთვის“ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.

საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა და ეს შედეგი არცერთ გუნდს არ აწყობდა. „ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის იბრძვის და ამ დაკარგული ორი ქულის გამო დიდი შანსია ოთხეულს მიღმა დარჩეს.

33 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 34 ქულა აქვს და გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში
ზედიზედ მეორედ - მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში