მილანი, რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

“იტყუებით“ - ლეაუმ La Gazzetta dello Sport გააკრიტიკა

რაფაელ ლეაუს გამო სოციალურ ქსელ X-ზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. ბოლო პერიოდში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ინტერვიუებსა და სოციალურ ქსელებში უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მოედანზე გატანილი გოლებით. „მილანის“ 10-იანი კვლავ კლუბიდან წასვლის გზაზეა.

ამჯერად რაფაელმა ავტორიტეტულ გამოცემა La Gazzetta dello Sport-ს აგრესიულად უპასუხა. გამოცემის ცნობით, „მილანის“ მწვრთნელ რუბენ ამორიმს სურს, პორტუგალიელი გაყიდოს, რადგან მიაჩნია, რომ ფეხბურთელს გასახდელში უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია.

„რუბენ ამორიმს მიაჩნია, რომ რაფაელ ლეაუმ შესაძლოა „მილანის“ გასახდელში უარყოფითი გავლენა მოახდინოს. პორტუგალიელ მწვრთნელს ფეხბურთელის გუნდზე გავლენისა და გარემოზე მისი ზემოქმედების შესახებ გარკვეული შეშფოთება აქვს,“ — ეწერა პოსტში.

პორტუგალიელმა შემტევმა კი ამ ინფორმაციას მოკლედ და მწვავედ უპასუხა:

„შესაძლოა, პრობლემა თქვენ ხართ, რადგან იტყუებით.“

შეგახსენებთ, რომ ლეაუს მილანთან კონტრაქტი 2028 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ინფორმაციით, მისი გადაბირება ფენერბაჰჩეს, გალათასარაის და ასტონ ვილას სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები