ფერანი: “იდეალური კლუბია იმისთვის, რომ ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოვიგო“
„პარი სენ-ჟერმენის“ ახალწვეულმა ფერან ტორესმა პარიზულ კლუბში გადასვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლუის ენრიკესთან მუშაობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ესპანელი თავდამსხმელის თქმით, პარი სენ-ჟერმენი მისთვის იდეალური კლუბია კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად.
„ეს იდეალური კლუბია იმისთვის, რომ ჩემი პირველი ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ლუის ენრიკე ჩემი საფეხბურთო მამაა. ის ყოველთვის ძალიან მენდობოდა, როცა ნაკრებში ერთად ვმუშაობდით.
ის არის მწვრთნელი, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ფეხბურთელის პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენა. ჩვენ ერთად შევეცდებით ყველა ტიტულის მოგებას“,
– განაცხადა ტორესმა
ცნობისთვის, ფერან ტორესმა პსჟ-სთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ გუნდში 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. პარიზულმა კლუბმა მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ბარსელონას 50 მილიონი ევრო გადაუხადა.