ლუის ენრიკე, ფერან ტორესი
Aa
Aa

„ფერანს შეტევაში ყველგან შეუძლია თამაში“ - ენრიკეს პრესკონფერენცია

ხვალ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის სუპერთასზე „ლანსს“ დაუპირისპირდება, ქართველ ფეხბურთელს კი კიდევ ერთი ტიტულის მოგების შესაძლებლობა ექნება.

მატჩის წინ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და სხვა საკითხებთან ერთად, გუნდის ახალწვეულზე, ფერან ტორესზეც ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ფერან ტორესი გავიფორმეთ. ყოველთვის მზად ვართ, გავაძლიეროთ ჩვენი შემადგენლობა. ფერანი საერთაშორისო დონის ფეხბურთელია, რომელსაც შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. დასაფასებელია მისი მენტალიტეტიც. 

კლუბის პრეზიდენტთან და სპორტული დირექტორთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას შემადგენლობის გაძლიერების მიმართულებით და ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენს სტილს შეესაბამება. პარი სენ-ჟერმენში თამაში ბევრის ოცნებაა, თუმცა ყველა ტოპ-ფეხბურთელი ჩვენს გუნდს ვერ მოერგება.

გულშემატკივრებს მოსწონთ, რომ ჩვენი შემტევები დაცვას ეხმარებიან. ეს შესანიშნავი მიდგომაა. ამით უნდა ვისარგებლოთ და მეტოქეზე მეტხანს გავაკონტროლოთ ბურთი, რათა ჩვენი შემტევი პოტენციალი გამოვავლინოთ. თუმცა ფეხბურთში დაცვაში თამაშიც არის აუცილებელი და თუ ეს არ იცი, ვერაფერს მოიგებ.

კლუბის წარმატებული პერიოდი? უსასრულო არაფერია. როგორც წესი, ასეთი რამ ძალიან მალე სრულდება, მაგრამ ჩვენ გაჩერება არ გვსურს. ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი გვყავს და ვეძებთ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც პსჟ-ში თამაში სიამოვნებთ.

ხვალ შიდა ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის. კვლავ ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ და კარგად ვიცით, როგორი რთულია „ლანსთან“ თამაში. საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არ ვართ, მაგრამ შევეცდებით, გავიმარჯვოთ“.

ცნობისთვის, „ლანსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ოქროს ბურთის მომდევნო გამარჯვებული? ცხადია კვარა“ - ფრანგული მედია
„ოქროს ბურთის მომდევნო გამარჯვებული? ცხადია კვარა“ - ფრანგული მედია