“დღეს მოგება მინდოდა“ - ამორიმი მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხების შემდეგ
მილანსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც როსონერიმ 4:2 მოიგო.
ყოფილი გუნდის დამარცხების შემდეგ, მილანის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ვრცელი კომენტარი გააკეთა.
ამორიმი:
„დღევანდელ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სერია ა იწყება და პირველ ტურში ტორინო აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. დღეს თამაშისთვის მეტი სივრცე გვქონდა. როგორც ვთქვი, მომდევნო კვირას ყველაფერი სხვაგვარად იქნება. თუმცა, ბუნებრივია, როცა კარგად თამაშობ და იგებ, გუნდის განწყობაც სრულიად განსხვავებულია.
მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვუშვებთ გოლებს. მეტოქეებს გოლებს ფაქტობრივად ვჩუქნით. ეს „სელტიკთანაც“ მოხდა და დღესაც. დანარჩენის მხრივ კი ვფიქრობ, რომ ვუმჯობესდებით. ამხანაგური მატჩები არ ითვლება, შემდეგი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოვიგოთ.
მას შემდეგ, რაც „მილანში“ ვმუშაობ,, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებით არაფერი მიგრძვნია. ამაყი ვარ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვმუშაობდი და დღემდე ძალიან მიყვარს ეს კლუბი, მაგრამ „მილანში“ გადასვლის შემდეგ მის მიმართ რაიმე ნეგატიური გრძნობა აღარ მაქვს, რადგან ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და უბრალოდ აქ გაგრძელება მინდა. მინდოდა, ამხანაგურ მატჩში მოგება და გულშემატკივრებისთვის კარგი შთაბეჭდილების დატოვება.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი მილანში დანიშვნამდე მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდა, სადაც არაფერი გამოუვიდა და უდიდესი კრიტკის ფონზე გაათავისუფლეს.