იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი ჩელსიზე: არ შეიძლება საუკეთესო მოთამაშეები შეკრიბო და იფიქრო ეს გაამართლებს

იურგენ კლოპმა „ჩელსის“ მაგალითით განმარტა, რომ საუკეთესო ფეხბურთელები შედეგის გარანტიას არ იძლევიან.

„სიმართლე გითხრათ, მე ჩელსის მიმართ ცოტა სიმპათია მაქვს, რადგან ისინი ახლა არც თუ ისე კარგად არიან. ვფიქრობ, რომ ტოპ გუნდია. მაგრამ, მეორე მხრივ, სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ არ შეიძლება უბრალოდ შეკრიბოთ საუკეთესო მოთამაშეები და იფიქროთ - ეს ყველაფერი იმუშავებს.

გუნდი უნდა აშენდეს. სწორედ ეს ფაქტორი შეაფასეს ბიჭებმა და მწვრთნელებს თითქმის შეუძლებელი დავალება დაუსახეს. არ შეიძლება ორი გასახდელი, ორ მოედანზე ვარჯიში. თქვენ უნდა შექმნათ ურთიერთობები, გუნდური სულისკვეთება. მე ეს გზა მომწონს.

ჩელსი საბოლოოდ კარგად იქნება. მომავალ სეზონში ისინი წარმოუდგენლად ძლიერები გახდებიან, მაგრამ მე მათ მხოლოდ მაგალითად ვიყენებ. უმაღლეს დონეზე, თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, რაც მათ ჩაიდინეს და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.

საჭიროა სწორი მოთამაშეების მოყვანა და გუნდის შექმნა. ამ გუნდმა დაწერა სენსაციური ისტორია და ახლა ჩვენ ვიწყებთ ახალს - სულ ეს არის",

- განუცხადა კლოპმა Sky Sports-ს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძეს ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს
მიქაუტაძეს ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს