ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„არა, მადლობა“ - ასეთი იქნება ნაპოლის პასუხი კვარას მსურველებისთვის

ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე „ნაპოლი“ სეზონის დასრულების შემდეგ, გრანდების შეთავაზებების მიღებას დაიწყებს. გასაკვირი არ არის, რომ ზაფხულში ქართველს ბევრი მსურველი ეყოლება, მაგრამ ნეაპოლელები შემოთავაზებებზე უარის თქმას გეგმავენ.

Il Mattino-ს ცნობით, დე ლაურენტისს კვარაცხელია განსაკუთრებით უყვარს და მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს მოისმენს, მაგრამ მასზე უარს იტყვის.

„დე ლაურენტისს ახლა ხელში დაუმუშავებელი ალმასი აქვს, რომლის დაფასებაც ყველაზე მეტად უყვარს.

ამ დღეებში კვარაცხელიას აგენტი დე ლაურენტისს შეხვდა. ნაპოლი ხვიჩას თაობაზე შემოთავაზებებს მოისმენს, მაგრამ მათი პასუხი იქნება - „არა, მადლობა“. შესაძლოა კლუბმა ოსიმენი და კიმი ვერ შეინარჩუნოს, მათი კონტრაქტებიდან გამომდინარე, მაგრამ არა კვარაცხელია. დე ლაურენტისს სურს მისით დიდი ხნით დატკბეს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ჯერჯერობით „ლივერპული“ იჩენს, რომელიც ბრიტანული მედიის ცნობით, 130 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა ქულები დაკარგა - მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში
მეცმა ქულები დაკარგა - მიქაუტაძის მე-20 გოლი ლიგა 2-ში