ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

„ტრავმების გამო, ეს ტურნირი ჩემთვის ახალი გამოცდა იყო“ - ლაშა ტალახაძე

სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის, ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა.

29 წლის სპორტსმენმა ევროპირველობაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა - ატაცში (222 კგ.), აკვრაში (252 კგ.) და ორჭიდის ჯამში, (474 კგ.) რაც იმას ნიშნავს, რომ კარიერაში ევროპის ჩემპიონობა ზედიზედ მეშვიდედ იზეიმა.

ტურნირის დასრულების შემდეგ, ლაშა ტალახაძემ ემოციები ტელეკომპანია „იმედს“ გაუზიარა:

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა გულშემატკივრებს, რომლებიც საქართველოდან ჩამოვიდნენ და ფაქტობრივად არ მიგრძვნია, რომ სხვა ქვეყანაში ვიმყოფებოდი. მოვახერხეთ და მეშვიდედ შევინარჩუნეთ ევროპის ჩემპიონის ტიტული. გარკვეული ტრავმებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალი გამოცდა იყო, მაგრამ ფსიქოლოგიურადაც გადავლახე. საქართველოში ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდებით. ასე გავაგრძელებთ და ჩვენს გულშემატკივარს ვპირდებით, რომ კიდევ ბევრ წარმატებას მოვიტანთ“, - განაცხადა ლეგენდარულმა ძალოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ 7 ოქროს, 9 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-8 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მოუგებელი სერია აუტსაიდერთან შეწყვიტა
მამარდას მე-8 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მოუგებელი სერია აუტსაიდერთან შეწყვიტა