ემპოლის დრამატული გამარჯვება | გოგლიჩიძის გუნდის მოუგებელი სერია დასრულდა
სერია A-ს 36-ე ტურში „ემპოლიმ’’ შინ „პარმას’’ 2:1 მოუგო. საბა გოგლიჩიძეს არ უთამაშია, მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
ანგარიში „ემპოლიმ’’ მე-11 წუთზე ფაცინის გოლით გახსნა. 73-ე წუთზე ჯურიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ტინო ანჯორინმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გამარჯვებით „ემპოლიმ'' იტალიის ჩემპიონატში 25-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
ამ მომენტში, ვიდრე კონკურენტებს, „ლეჩესა’’ და „ვენეციას’’ არ უთამაშიათ, „ემპოლი’’ მე-17 ადგილზეა. ამ პოზიციაზე გასვლის შემთხვევაში საბას გუნდი ელიტაში დარჩება, თუმცა „ლეჩეს’’ 1 ქულით და „ვენეციას’’ 2 ქულით უსწრებს, ცხრილში სიმჭიდროვეა და ჯერ გარანტირებული არაფერია.
37-ე ტურში „ემპოლი’’ ბოლოადგილოსან „მონცას’’ ესტუმრება, რომელიც სერია B-ში გავარდნილია. 38-ე ტურში „ემპოლი’’ „ვერონას’’ მიიღებს. შესაძლოა, ბოლო ტურის წინ „ვერონა'' უმოტივაცია იყოს, მაგრამ ამ მომენტში გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.