ლიონი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძემ 15 წუთი ითამაშა - ლიონი მონაკოსთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოსწინა ტურში ლიონი მონაკოს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ამ წაგებით, ფონსეკას გუნდმა ევრო ტურნირებზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაირთულა.

სამწუხაროდ, გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა და მატჩში მხოლოდ 76-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ქართველ ფეხბურთელს თამაში არ წაუვიდა და ღირებული ვერაფერი შექმნა.

პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, ანგარიში 62-ე წუთზე მინამინომ გახსნა, რასაც ზუსტად 6 წუთში ზაქარიამ უპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, ლიონს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. 57 ქულით სტრასბურგი მე-6 პოზიციაზეა, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ ნიცას და ლილს, რომლებიც შესაბამისად მე-4 და მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგი ბოლო ტურში ვერ მოიგებს და ლიონი გაიმარჯვებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში, მიქაუტაძის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 ადგილზე აღმოჩნდება.

ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს ლილის და ნიცას შემთხვევაში. ლილს +15 აქვს, ნიცას +19, ხოლო ლიონს +17. ბოლო ტური ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან
ქარსელაძე ცვლილებაზე ათამაშეს | რიუ ავეს უხვგოლიანი ფრე ნასიონალთან