ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე
Aa
Aa

ზედიზედ მეშვიდედ! - ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონია

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა.

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ. ასწია, მეორე ცდაზე 217 კგ. დაიმორჩილა, მესამე მისვლაზე კი 222 კგ. დააფიქსირა და პირველობა არავის დაუთმო.

აკვრაში ლაშა ტალახაძემ პირველ მისვლაზე 246 კგ. დააფიქსირა, მეორე ცდაზე 252 კგ.-ს გაუმკლავდა, რაც ევროპის ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მეორე მცდელობის დროს ლაშამ ფეხის მცირე დაზიანება მიიღო, რის გამოც მწვრთნელებმა თავი დაიზღვიეს და მესამე მისვლაზე ქართველი გოლიათი აღარ გამოუშვეს.

ორჭიდის ჯამში ლეგენდარულმა სპორტსმენმა 474 კგ. დააფიქსირა და საქართველოს დელეგაციას კიდევ სამი მედალი შემატა და ამასთან, ევროპის ჩემპიონობა ისტორიაში მეშვიდედ იზეიმა.

ლაშა ტალახაძის გარდა, მძიმე წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ბაქარ თურმანიძეც გამოდიოდა, რომელსაც ატაცში 170 კილოგრამის დასაძლევად ორი ცდა დასჭირდა, მესამე ცდაზე კი 176 კგ. დააფიქსირა და აღნიშნულ კატეგორიაში მე-4 პოზიციას დასჯერდა.

აკვრაში ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 210 კგ. დააფიქსირა, მეორე მისვლაზე 216 კგ.-ს გაუმკლავდა, მესამე ცდაზე კი 221 კგ. ვერ ასწია და კატეგორია მე-5 ადგილით დაასრულა.

ორჭიდის ჯამში ახალგაზრდა სპორტსმენმა 426 კგ. დააფიქსირა და მე-5 პოზიცია დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: ქომაგების რეაქციის მესმის, მე ხომ ლიონიდან ვარ
მიქაუტაძე: ქომაგების რეაქციის მესმის, მე ხომ ლიონიდან ვარ