ანასტასია გოტფრიდი
Aa
Aa

ბრწყინვალე გამოსვლა - გოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა (+87 კგ.) ატაცში პირველ ცდაზე 111 კილოგრამი დააფიქსირა, მეორე ცდაზე 114 კილოგრამი შეუკვეთა და კვლავ წარმატებით გამოვიდა. მესამე ცდაზე 117 კილოგრამი დაძლია.

ანასტასია გოტფრიდი ატაცში ევროპის ჩემპიონია.


აკვრაში ანასტასია გოტფრიდმა პირველ ცდაზე 128 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე - 132 კგ, მესამე ცდაზე - 135 კგ. აკვრასა და ორჭიდის ჯამში გოტფრიდმა ვერცხლის მედლები მოიპოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) 109/111/113 კილოგრამი დასძლია და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შოთა მიშველიძემ ატაცში 129, 133 და 136 კილოგრამები დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან აკვრაში პირველი მისვლა ვერ გამოიყენა, მომდევნო ორ მისვლაზე კი შეკვეთილი კილოგრამები წარმატებით დაძლია, ვერცხლის მედალს დაესაკუთრა. ქართველი ძალოსანი აკვრაში 155 და 162 კილოგრამებს მოერია, ორჭიდის ჯამში 298 კგ. დააფიქსირა და მეორე ოქროს მედალიც აიღო.

ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) საქართველოს 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოუპოვა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 168 / 173 კილოგრამის დაფიქსირებით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აკვრაში 207 / 214/ კგ. დაძლია და ოქროს მედლით ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები