ძალოსნობა, ირაკლი ჩხეიძე
Aa
Aa

1 ოქრო და 2 ვერცხლი - ჩხეიძის წარმატებული გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

ერევანში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) საქართველოს 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოუპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 168 / 173 კილოგრამის დაფიქსირებით ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აკვრაში 207 / 214/ კგ. დაძლია და ოქროს მედლით ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოგროვილი 387 კილოგრამით ვერცხლის მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) 109/111/113 კილოგრამი დასძლია და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შოთა მიშველიძემ ატაცში 129, 133 და 136 კილოგრამები დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. მან აკვრაში პირველი მისვლა ვერ გამოიყენა, მომდევნო ორ მისვლაზე კი შეკვეთილი კილოგრამები წარმატებით დაძლია, ვერცხლის მედალს დაესაკუთრა. ქართველი ძალოსანი აკვრაში 155 და 162 კილოგრამებს მოერია, ორჭიდის ჯამში 298 კგ. დააფიქსირა და მეორე ოქროს მედალიც აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები