ძალოსნობა, რამინ შამილიშვილი
Aa
Aa

ძალოსნობა: შამილიშვილი ატაცში ევროპის ჩემპიონია

ძალოსნობაში, ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ერევანში მიმდინარეობს, რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) 109/111/113 კილოგრამი დასძლია და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძეა.

55 კგ. წონით კატეგორიაში საუკეთესო სამეულმა ასეთი შედეგი დააფიქსირა.

ანგელ რუსევი  - 109კგ+141კგ = 250კგ

რამინ შამილიშვილი  - 113კგ + 136კგ = 249კგ

ვალენტინ იანკუ  - 109კგ+136კგ = 245კგ

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები