ლაშა ტალახაძე, საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატზე ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

15-დან 23 აპრილის ჩათვლით, სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით გამოვა. მწვრთნელებმა განაცხადი საბოლოოდ დააკომპლექტეს და ჩვენი გუნდი ტურნირზე 15 ძალოსნით გამოვა, მათ შორის 12 ვაჟი და 3 გოგონა ძალოსნით.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ვაჟები:

  • 55 კგ. - რამინი შამილიშვილი
  • 61 კგ. - შოთა მიშველიძე, გოდერძი ბერდელიძე
  • 67 კგ. - გოგა ჩხეიძე, გურამ გიორბელიძე
  • 73 კგ. - კახი ასანიძე
  • 96 კგ. - ირაკლი გობეჯიშვილი
  • 102 კგ. - ირაკლი ჩხეიძე
  • 109 კგ. - გიორგი ჩხეიძე, ზაზა ლომთაძე
  • +109 კგ. - ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე

გოგონები:

  • 49 კგ. - მარიამ მაისურაძე
  • 81 კგ. - ნათია გადელია
  • +87 კგ. - ანასტასია გოტფრიდი.

სამწუხაროდ, 2023 წლის ევროპირველობაზე ვერ იასპარეზებს რეზი დავითაძე, რომელმაც თებერვალში მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ახლა სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი - საბა ადამიამ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატი - საბა ადამიამ 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა