მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

დვალიშვილის წინსვლა ტოპ 15-ში | მერაბს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ბოლო ჩხუბი პიოტრ იანის წინააღმდეგ გამართა და ყოფილი ჩემპიონი დომინანტურ სტილში დაამარცხა. „მანქანის“ გამარჯვების შემდეგ, UFC-იმ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგი განაახლა და მერაბმა წინ წაიწია.

იანთან ჩხუბამდე ქართველი მებრძოლი ტოპ 15-ში მე-3 იყო, ახლა კი შონ ომალისაც გადაუსწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების მთავარი პრეტენდენტია და მერაბს კარიერის საუკეთესო შედეგი აქვს. „მანქანა“ პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ტოპ 15-ის სათავეში იმყოფება.

საინტერესოა, რომ MMA-ის გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის UFC-ის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დვალიშვილი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებდა, რომელიც იანს ეკავა და პირველ ადგილს შონ ომალი შეინარჩუნებდა, რადგან სანამ ალჯამეინ სტერლინგი ჩემპიონია, დვალიშვილი მასთან ჩხუბს არ აპირებს. ქომაგთა მიხედვით, მერაბის 1-ელ პოზიციაზე დაყენება UFC-ის მხრიდან მცდელობაა, რომ სანახაობა და დრამა შექმნას და „მანქანა“ თავის მეგობარ „ალჯოსთან“ ბრძოლაზე დაითანხმოს.

ცნობისთვის, სხვადასხვა წონითი დივიზიონის ტოპ 15-ებში, პირველ ადგილებს ის მებრძოლები იკავებენ, რომლებიც ტიტულის მოგების მთავარი პრეტენდენტები არიან. მათ შორის გვხვდებიან ყოფილი ჩემპიონები, რომლებმაც ტიტული ბოლო ბრძოლაში დაკარგეს (ისრაელ ადესანია, კამარუ უსმანი, ვალენტინა შევჩენკო და ა.შ) და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელები (იაირ როდრიგესი). გეტყვით იმასაც, რომ სტერლინგი მომდევნო ჩხუბს ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს და ამ დაპირისპირების შემდეგ, ბევრი რამ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან
„იმედია გრძელი ენის გამო დასჯის“ - დვალიშვილს ხაბიბის ბიძაშვილით ემუქრებიან