მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

რა თქვეს ბრძოლის წინ: ღირსეული ქართველი და თავხედი რუსი

კვირას გასამართ ბრძოლამდე პიოტრ იანმა და მერაბ დვალიშვილმა ტრადიციული პრესკონფერენციები მოაწყვეს, სადაც რუსი მებრძოლი მეტი თავხედობით გამოირჩა, მერაბი კი მეტოქის მიმართ უფრო ღირსეულად საუბრობდა.

პიოტრ იანი:

„ჩემი მეტოქის მიმართ არანაირი ემოციები არ მაქვს. მხოლოდ ვცდილობ პროფესიონალური და ფსიქოლოგიურად ბრძოლისთვის განვეწყო.

მეტოქეს ერთი სიტყვით დავახასიათებ, როგორც ინტრიგანი. მისი სახელის გაგონებაზე თავში პირველი ეს სიტყვა მომდის.

მეტოქეს ყველა კომპონენტში ვჯობივარ. რატომ უნდა გავიმარჯვო კვირას? იმიტომ, რომ ეს უნდა გავაკეთო. რომელ რაუნდში მოვიგებ ეს კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს ბრძოლა ჩემს სასარგებლოდ დასრულდება და გავიმარჯვებ.

შეიძლება თუ არა გავხდეთ მეგობრები? არა არა. მხოლოდ ბრძოლამდე მისალმება. ხომ ხედავთ ის რასაც აკეთებს...

აქ რომ იყოს რას ვეტყოდი? არც არაფერს. ყველაფერს ბრძოლის დროს ვიტყვი“.

მერაბ დვალიშვილი:

„ვიცი, რომ რთული ბრძოლა მელის, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ და ჩხუბისთვის მზად ვარ. იანი კარგი მებრძოლია, მაგრამ კარგ ადამიანად არ მივიჩნევ, რადგან მატყუარაა. ის ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ უპატივცემულობას იჩენს. ის რამდენიმე დღის წინ დამპირდა, რომ ბრძოლის გასაპიარებლად საერთო ვიდეოს ჩავწერდით, მაგრამ მომატყუა და შემდეგ უარი თქვა.

მეტოქეს დავახასიათებ, როგორც ტოპ მებრძოლს, ნიჭიერია, მაგრამ სულელი.

მეტოქეს რითი ვჯობივარ? გულით! ის კარგი სპორტსმენია, მაგრამ ამ ბრძოლაში მე გულს ჩავდებ. გამარჯვება მასზე მეტად მინდა.

იანი კარგი მებრძოლია, ყოფილი ჩემპიონი. მიუხედავად იმისა, რომ მას UFC-ში მარცხი აქვს, ყველა ბრძოლა ძალიან კონკურენტული და თანაბარი იყო. ამიტომ, როგორც მებრძოლი ის კარგია და არ ვთვლი, რომ მას რაიმე სერიოზული ნაკლი აქვს.

ვიცი, რომ ადვილი ბრძოლა არ მელის. მე უნდა მოვუგო პიოტრსაც და მსაჯებიც დავამარცხო. და ასეთ შემთხვევაში არბიტრი ჩემს ხელს აღმართავს.

რომელ რაუნდში მოვიგებ? პირველ რიგში მისი ნოკაუტში ჩაგდება მინდა, მაგრამ მე ნებისმიერ გამარჯვებას მივიღებ. ეს ჩემთვის არ არის რიგითი ბრძოლა. მარცხზე წამითაც არ ვფიქრობ. ეს ჩემთვის პირადული ბრძოლაა, ეს არ წინა ბრძოლების მსგავსი არ იქნება.

გავხდებით, თუ არა მეგობრები? თუ, იანი გარკვეული ქმედებებისთვის ბოდიშს მოიხდის და თავმდაბლობას გამოიჩენს, შემდეგ მასთან მეგობრობა შესაძლებელი იქნება. მას ჩემს სამშობლოშიც კი ვუმასპინძლებ. მაგრამ სანამ ის თავხედურად იქცევა, იქამდე არაფერი გამოვა. მან ცოტა ხნის წინ შეურაცხყოფა მომაყენა და თქვა, რომ ნული ვარ. ბრძოლისას ვაჩვენებ როგორი ნულიც ვარ.

რას ვეტყოდი იანს? სად არის ის ფული, რომელიც მე მის მეგობარს მოვუგე? მან ჩემთან სანაძლეო დადო და წააგო, ანგარიშის ნომერიც გავუგზავნე, მაგრამ თანხა ჯერაც არ ჩაურიცხავს. პიოტრს მისთვის უთქვამს, რომ ალჯამეინ სტერლინგთან მეორე ბრძოლა მე მოვიგეო და ამიტომ მერაბს თანხა არ გაუგზავნოო. იმედი მაქვს, ანატოლი სიტყვას შეასრულებს და კაცი აღმოჩნდება, თუ არა და ტაილანდში მის სანახავად გავფრინდები...“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ბრძოლა 12 მარტს, გამთენიისას დაახლოებით 05:00-ზე არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუს მაგარი მატჩი - 11 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი
მამუს მაგარი მატჩი - 11 ქულა და გადამწყვეტი სამქულიანი