ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: უეფამ არასაჭირო ტურნირი ერთა ლიგა შექმნა, ვის სჭირდება ეს?

მადრიდის „რეალის“ გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი უეფას აკრიტიკებს და ამის მიზეზი ერთა ლიგის შექმნაა.

კროოსი არასწორად მიიჩნევს, რომ ფეხბურთს დამატებით ახალი ლიგა შეემატა, რომელიც არავის აინტერესებს და ის ფეხბურთელებისთვის გადატვირთულ კალენდარს კიდევ უფრო ართულებს.

„ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ უეფას მოსაზრება გვესმის, თან ძალიან ხშირად. მაგრამ რატომ არის უეფასთვის კარგი ერთა ლიგის შემოღება, რომელიც არავის სურს? და ამ ორგანიზაციის საწინააღმდეგოდ კითხვებს არავინ სვამს. რატომ ხდება ასე?

ამიტომ ვფიქრობ, რომ წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია სხვა წინადადებების მოსმენა, მაგალითად როგორიცაა ევროპის სუპერლიგა. არის განცდა, რომ ჩვენ აღარ გვისმენენ“,

- თქვა კროოსმა Einfach mal Luppen-ის პოდკასტში.

კროოსი გარკვეულწილად გადატვირთული კალენდრის თემაში მართალია, თუმცა ერთა ლიგის შექმნას აზრი ნამდვილად ჰქონდა და საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ასეთ ტურნირებს სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, სავარაუდოდ, კროოსს ჩვენი მსგავსი ქვეყნები არ ადარდებს და შეიძლება არც ის იცოდეს, საერთოდ არსებობს თუ არა ასეთი ქვეყნები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე
„მას არ ვიცნობდი, გაოცებული ვარ“ - აინტრახტის მწვრთნელი ხვიჩაზე