კრისტიანო ჯუნტოლი, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი: „ბრავო ჯუნტოლის, ასეთ ფასად მან ჩემპიონები მოიყვანა“

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჩი ბუფონმა La Stampa-სთან მიცემულ ინტერვიუში სერია A-სა და „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა.

43 წლის გოლკიპერმა განსაკუთრებულად კრისტიანო ჯუნტოლი შეაქო, რომელმაც სეზონის დასაწყისში რამდენიმე საკვანძო მოთამაშე საკმაოდ დაბალ ფასად მოიყვანა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის შეძენა გუნდს სულ რაღაც 10 მილიონი ევრო დაუჯდა.

რას ამბობს ბუფონი:

რა თქმა უნდა, „ნაპოლი“ სერია A-ში ყველაზე დიდი სიურპრიზია. სეზონის სტარტზე ისინი თითქოს დასუსტდნენ, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე დაკარგეს, ამის ნაცვლად კი საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა. ეს ყველას დამსახურებაა, დაწყებული სპალეტიდან, რომლემაც გუნდის მშენებლობა თავის მხრებზე ითავა და დამთავრებული ჯუნტოლამდე, რომელმაც გუნდში ჩემპიონები საკმაოდ დაბალ ფასად მოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილს 59 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“ - სასუოლოს მწვრთნელი კვარაზე
„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“ - სასუოლოს მწვრთნელი კვარაზე