სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

ლობოტკა: „გუნდში უცნობი ფეხბურთელები მოვიდნენ, ჩვენი არავის სჯეროდა“

„ნაპოლის“ სლოვაკი ნახევარმცველი, სტანისლავ ლობოტკა ცნობილ იტალიურ გამოცემას, Il Mattino-ს გუნდში არსებულ მდგომარეობასა და საჩემპიონო მიზნებზე ესაუბრა.

გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში 28 წლის ფეხბურთელი ახალ თანაგუნდელების შესახებაც საუბრობს, რომლებიც გუნდს სეზონის დასაწყისში შეუერთდნენ.

რას ამბობს ლობოტკა:

ნაპოლის ამჟამინდელი მდგომარეობა ზღაპარს ჰგავს. სასიამოვნოა, რომ ყველა გუნდთან შედარებით ასე მაღლა ვიმყოფებით. თუმცა, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა: წინ კიდევ 16 თამაშია, ეს კი ძალიან ბევრია. ისიც უნდა დავუშვათ, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება დავმარცხდეთ, მაშინაც კი, თუ ამას არ ველოდებით. უნდა გავაგრძელოთ მოედანზე ჩვეულებრივ თამაში და ბრძოლა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასე წინ ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სკუდეტოს მოვიგებთ.

სეზონის დასაწყისში ამას ჩვენგან არავინ ელოდა. ჩვენც გვეგონა, რომ იმედგაცრუება უფრო დიდი იქნებოდა, რადგან რამდენიმე საკვანძო მოთამაშე წავიდა. თუმცა, მოვიდნენ ფეხბურთელები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ნაცნობები იყვნენ. ახლა ისინი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელებად იქცნენ. ცხადია, ეს ჩვენთვისაც რთული იყო, რადგან ჩვენგან რაიმე მნიშვნელოვანს არავინ ელოდა, არც თამაშის ხარისხით და არც მიზნებით. ეს შედეგი ერთობლივი მუშაობის შემდეგ დადგა. ვარჯიშებზე აღმოვაჩინეთ, რომ კარგი ხარისხი გვქონდა, რომლითაც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით. ჩვენი არავის სჯეროდა და ეს დაგვეხმარა, რომ ამ შედეგისთვის ზედმეტი ზეწოლის გარეშე მიგვეღწია.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კაჭკაჭების მთავარი სამიზნეა | ნიუკასლი ხვიჩათი ინტერესდება
კაჭკაჭების მთავარი სამიზნეა | ნიუკასლი ხვიჩათი ინტერესდება