ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ“ - სასუოლოს მწვრთნელი კვარაზე

სერია A-ს 23-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრება. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ალესიო დიონიზიმ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებ ისაუბრა.

დიონიზის ჟურნალისტებმა კვარაცხელიას განეიტრალების შესახებაც ჰკითხეს:

„ნახევარდაცვის ცენტრში 2-3 ნახევარმცველით ვითამაშებთ, ეს დამოკიდებული იქნება სიტუაციაზე. ვეცდებით ნახევარდაცვა უფრო მოქნილი გავხადოთ. თუ, ჩვენ კარგად არ ვიმოქმედებთ, ნაპოლი კონტრშეტევაზე დაგვიჭერს. ამიტომ, მოგვიწევს ბევრი ვირბინოთ.

კვარაცხელიას შანსები მიეცემა, მაგრამ ის მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, სივრცე არ უნდა მივცეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ისინი ჩვენი ფეხბურთელების წინააღმდეგ ორი-ერთზე დარჩნენ. ჩვენი მიზანია, როგორც მინიმუმ რიცხობრივ უმცირესობაში არ დავრჩეთ.

თუ, ნახევარმცველები და გარემარბები დაცვაში ითამაშებენ, თუ ისინი მცველებს დაეხმარებიან, მაშინ ნაპოლი რიცხობრივ უპირატესობას ვერ მოიპოვებს. ძნელია ყველაფრის იდეალურად შესრულება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ენერგიულ მატჩს ჩავატარებთ“.

შეგახსენებთ, რომ მატჩი პარასკევს, 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს
ჯუღელი: ხვიჩასთვის ნეაპოლი სახლია, იტალიაში სხვაგან არასდროს ითამაშებს