ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

„ნეაპოლი საოცარი ქალაქია, აქ ფეხბურთისთვის ვცხოვრობთ“ - ხვიჩას კომენტარი

გუშინ, ნეაპოლში მდებარე კინოთეატრ The Space-ში ცნობილი იტალიელი რეჟისორის, ალესანდრო სიანის ახალი ფილმის, „Tramite amicizia“-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც „ნაპოლის“ ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ.

მათ შორის ერთ-ერთი იყო ხვიჩა კვარაცხელიაც. რომელიც პრემიერაზე დამსწრე საზოგაროების წინაშე მცირე სიტყვითაც წარსდგა და ქალაქ ნეაპოლზე თავისი შთაბეჭდილებები გააზიარა.

რა თქვა ხვიჩამ:

ნეაპოლი ჩემთვის ულამაზესი ქალაქია. როდესაც აქ ჩამოვედი, შოკირებული ვიყავი, რადგან მსგავსი არასდროს, არსად არ მინახავს. ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს. მინდა ამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ.

 

კვარაცხელიას გარდა, ღონისძიებაზე „ნაპოლის“ სხვა ფეხბურთელებიც გამოვიდნენ, მათ შორის იყო გუნდის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო:

„წარმოუდგენელ მხარდაჭერას ვგრძნობთ. თქვენ ნადმვილად ყოველდღიურ რეჟიმში ფეხბურთით სუნთქვთ და ყოველ კვირას საოცარ მხარდაჭერს გვაძლევთ. გვინდა, რომ ჩვენით იამაყოთ და გაგახაროთ“, - განაცხადა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ 22 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 59 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან „ინტერს“ 15 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს, საქართველოს დროით 23:45 საათზე სტუმრად „სასუოლოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარას წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო“ - იტალიური მედია ნიცა თავაძეზე წერს
„კვარას წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო“ - იტალიური მედია ნიცა თავაძეზე წერს