საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ნაკრებმა 2 ამხანაგური შეხვედრა დაგეგმა

Nakrebi.ge-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წელს ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი მონღოლეთთან 25 მარტს ბათუმში ჩაატარებს. სამი დღის შემდეგ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას შეხვდება. მოგეხსენებათ, სკანდინავიელებთან დაპირისპირებაც ბათუმში გაიმართება.

ასევე, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ აზიურ ნაკრებს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების მეტოქე ტაილანდი იქნება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად გაიმართება საქართველოსა და ტაილანდის ამხანაგური შეხვედრა.

ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების კალენდარი

28 მარტი | საქართველო - ნორვეგია

17 ივნისი | კვიპროსი - საქართველო

20 ივნისი | შოტლანდია - საქართველო

8 სექტემბერი | საქართველო - ესპანეთი

11 სექტემბერი | ნორვეგია - საქართველო

15 ოქტომბერი | საქართველო - კვიპროსი

16 ნოემბერი | საქართველო - შოტლანდია

19 ნოემბერი | ესპანეთი - საქართველო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური გამჭრიახობა აჩვენა“ - საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეზე
„ფანტასტიკური გამჭრიახობა აჩვენა“ - საფეხბურთო ექსპერტი ჩაკვეზე