საუკეთესო 30-წლამდე მებრძოლები - UFC-იმ თოფურია გამოარჩია
Aa Aa
2 თებერვალი 2023  |  11:30

საუკეთესო 30-წლამდე მებრძოლები - UFC-იმ თოფურია გამოარჩია

MMA-ს ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია UFC-ის რჩეულთა შორის მოხვდა. ცოტა ხნის წინ, ორგანიზაციამ საკუთარ ვებ-გვერდზე 30-წლამდე მებრძოლთა საუკეთესო ოცეული გამოაქვეყნა, რომელშიც ილია თოფურიაც მოხვდა.

რას წერს UFC:

26 წლის ილია თოფურიას მისიაა, რომ UFC ესპანეთში ჩაიყვანოს. თუ ის იმ გზაზე სიარულს გააგრძელებს, რომელზეც ახლა იმყოფება, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდეს. თოფურიას რეკორდი 13:0-ზეა, UFC-ში კი 5:0-ზე. მისი ბოლო 4 გამარჯვება ვადაზე ადრე მოიპოვა და სხვადასხვა უნარები გვაჩვენა. ბევრი ფიქრობს, რომ ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის მომავალი ჩემპიონი იქნება.

ბოლოს, ბრაის მიტჩელთან მისმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ თოფურია ნიჭიერია როგორც მდგომში, ისე პარტერში. 2023 წელს ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ნამდვილი სიგიჟე გველოდება, თოფურია კი „Wild Card“-ი იქნება, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლოს ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ელიტაში მოგვევლინოს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლოს გასული წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელთან იჩხუბა და ამერიკელი მეტოქე მეორე რაუნდში, ე.წ. „მახრჩობელათი“ შებოჭა, რომლითაც ნაადრევი გამარჯვება ჩაიწერა.

ჯერჯერობით უცნობია, ვისთან გამართავს მომდევნო ორთაბრძოლას ქართველი მებრძოლი, თუმცა რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ესპანური გადაცემაში სტუმრობისას რამდენიმე მებრძოლთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა, მათ შორის მაქს ჰოლოუეისთან, კონორ მაკგრეგორთან და ბრაიან ორტეგასთან.

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“
ბრაის მიტჩელი: „მერაბი არასდროს იღლება, ნამდვილი გიჟია“